Hikvision კამერის დაკავშირება RTMP-ით (პორტების გარეშე)
2026-11-04 · მონახაზი
RTMP-ით Hikvision კამერა თავად უკავშირდება ჩვენს სერვერს — როუტერზე არაფრის შეცვლა არ გჭირდებათ. ზოგადი ახსნა იხილეთ აქ: კამერის დაკავშირება პორტების გარეშე.
1. აიღეთ სერვერი და გასაღები
პანელში: კამერები → კამერის დამატება → აირჩიეთ RTMP → შენახვა. დააკოპირეთ სრული მისამართი (ან სერვერი და ნაკადის გასაღები ცალ-ცალკე). გასაღები მხოლოდ ერთხელ ჩანს.
2. დააყენეთ ვიდეო ნაკადი
გახსენით კამერის ვებ-ინტერფეისი ბრაუზერში და გადადით: Configuration → Video/Audio → Video, Stream Type: Sub Stream.
- კოდეკი: H.264 (არა H.265)
- გარჩევადობა: 1280×720
- ბიტრეიტი: 1024–1536 Kbps
- კადრები წამში: 15–25
- I-კადრის ინტერვალი: კადრები წამში × 2 (მაგ. 25 → 50)
- H.264+ / H.265+: გამორთეთ
შეინახეთ.
3. ჩართეთ RTMP
გადადით: Configuration → Network → Advanced Settings → RTMP (ზოგ firmware-ზე: Network → RTMP).
ჩართეთ Enable, Stream Type-ში აირჩიეთ Sub Stream, ხოლო Server Address / URL ველში ჩასვით სრული მისამართი. თუ გასაღებისთვის ცალკე ველია, ჩასვით სერვერი და გასაღები ცალ-ცალკე.
შეინახეთ. რამდენიმე წამში პანელში კამერა გახდება „ონლაინ“.
RTMP Hikvision-ის ყველა მოდელზე არ არის — ძირითადად ახალ კამერებზე და ახალ firmware-ზე. თუ მენიუში ვერ იპოვეთ, განაახლეთ firmware ან დააკავშირეთ RTSP-ით.
თუ არ უკავშირდება
- გადაამოწმეთ, რომ მისამართი და გასაღები სრულად ჩაკოპირდა, ზედმეტი სივრცის გარეშე.
- დარწმუნდით, რომ კამერას ინტერნეტი აქვს (მაგ. სწორი Gateway და DNS ქსელის პარამეტრებში).
- თუ ახალი გასაღები შექმენით, ძველი აღარ მუშაობს — ჩაწერეთ ახალი.
- მენიუს სახელები firmware-ის ვერსიის მიხედვით ცოტათი განსხვავდება.